среда, 22 июля 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

პროექტზე  მუშაობა დავასრულე. გავეცანი ჯგუფის სხვა წევრების გაკეთებულ პროექტებს, ვაწარმოე პროექტის დემონსტრირება, მოვისმინე სხვების პრეზენტაციები. გაწეულმა სამუშაომ დიდი გამოცდილება შემმატა, მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბროშურაზე მუშაობა, ასევე საინტერესო და მრავალი ინფორმაციის მომცველი ნაშრომები შექმნეს სხვებმაც. გავეცანი უამრავ ახალ ინფორმაციას სხვებთან ერთად მუშაობის პროცესში რაც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. 
მოცემული სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის და ტრენინგის კვალიფიცირებულ დონეზე ჩატარებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ხათუნას.

вторник, 21 июля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ ფასილიტაციის მასალები.

გადავხედე ჩემი პორტფოლიოს საქაღალდეებს და გამოვაქვეყნე ბლოგზე. 

воскресенье, 19 июля 2015 г.

ტრენინგის მეექსვე დღე

დავასრულე მოსწავლის ნაშრომები: პრეზენტაცია და ბროშურა და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

ასევე, ვიმუშავე პროექტისათვის შეფასების სქემების შექმნაზე. 

ბროშურა

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


пятница, 10 июля 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიო, ვისწავლე ბლოგზე ატვირთვა. საკმაოდ რთულია.
გავიგეთ რომ , ყველა ინფორმაციას რომელსაც გადმოვწერთ აუცილებლად უნდა მივანიშნოთ ავტორი. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

четверг, 9 июля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავაკეთე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

გეგმაში ჩავწერე შეფასების დროის ჩარჩო.

среда, 8 июля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავე გეგმის შევსებაზე.

მოვიფიქრე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები პროექტისათვის. 

суббота, 4 июля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

განვიხილეთ პროექტისათვის მოსამზადებელი პუბლიკაციების ნიმუშები.
ვისაუბრეთ 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. 

четверг, 2 июля 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

დღეს გავეცანით ტრენინგის მასალებს, მიზნებსა და მოთხოვნებს.
შევქმენი საქაღალდე სადაც შემგომი ტრენინგების დროს შევიტან პროექტისათვის საჭირო მასალებს.